სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე დამატებითი საკარანტინე სივრცეები მოეწყობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე დამატებითი საკარანტინე სივრცეები მოეწყობა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, საკარანტინე სივრცეები მოეწყობა ლარსთან, წითელ ხიდთან და სარფთან.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე, ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან სიახლოვეს მოეწყოს დამატებითი საკარანტინე შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთესად ვმართოთ ეს ვითარება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.