მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ დროისათვის კორონავირუსის შედეგად 10 254 ადამიანია გარდაცვლილი. ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 250 00-ს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ დღის მონაცემებით, იტალიაში დაღუპულების რიცხვმა ჩინეთში ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობას გადააჭარბა. ბოლო ცნობებით, იტალიაში კოორნავირუსს 3 405 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ჩინეთში 3 248. ჩინეთისა და იტალიის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთში ფიქსირდება. ქვეყანაში ვირუსს 1 002 ადამიანი ემსხვერპლა.