Ikea კორონავირუსის გამო მაღაზიებს ხურავს

Ikea კორონავირუსის გამო მაღაზიებს ხურავს. სავაჭრო ობიექტები დროებით შეწყვეტენ მუშაობას ევროკავშირის ქვენებში, კანადასა და ამერიკაში. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი მაღაზიებს მხოლოდ სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ გააღებენ.

Ikea-ში აცხადებენ, რომ მომხმარებელს ამ პერიოდის განმავლობაში პროდუქციის შეძენა ონლაინ შეეძლება.

Ikea ავეჯის და საოჯახო პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც მსოლფიოს 50-მდე ქვეყანაში ოპერირებს.