საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 1925 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 271 პირი.
ინფორმაციისთვის, 44 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.