გოჩა ენუქიძე კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 100 000 ლარს გადაურიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეფექტურს უწოდებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინოს მთავრობის რეკომენდაციები.

“მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების დროული და ეფექტური ნაბიჯებისა, ვთვლი, რომ შექმნილი ვითარება ყველას გვავალდებულებს გავიზიაროთ სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის გვერდში დგომა და ერთიანობა. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 100 000 ლარი“, - აცხადებს ენუქიძე.