ილონ მასკმა კალიფორნიისთვის ხელოვნური სუნთქვის 1,2 ათასზე მეტი აპარატი შეიძინა

კალიფორნიის ხელისუფლებამ ამერიკელი ბიზნესმენისგან ილონ მასკისგან ხელოვნული სუნთქვის 1,2 ათასი აპარატი მიიღო. ამის შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა გავინ ნიუსომ განაცხადა.

თავად ილონ მასკმა კი Twitter-ზე დაწერა, რომ მან ხელოვნური სუნთქვის 1 255 ერთეული მოწყობილობა ჩინეთში სხვადასხვა მწარმოებლისგან შეიძინა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციის თანახმად, შტატებში კორონავირუსული ინფექციის 46 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. დაიღუპა 610-ზე მეტი ადამიანი. ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების 50%-ზე მეტი აღრიცხულია ვაშინგტონის, კალიფორნიის და ნიუ-იორკის შტატებში.