„თუ ეროვნული ბანკი ფიქრობს, რომ ის პასუხისმგებელია მხოლოდ ინფლაციაზე, მაშინ დახედოს დღევანდელ მდგომარეობას და თუ ელემენტალური ეკონომიკური ცოდნა გააჩნია ვინმეს ამ სტრუქტურაში მიხვდება, რომ სავალუტო კურსის სწრაფი გაუფასურება ინფლაციურ პროცესებს აჩქარებს“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე.
ამასთან, ფინანსისტი მთავრობას ლარის გაუფასურების შესაჩერებლად რამდენიმე ღონისძიების გატარებას ურჩევს. „ბიზნესპრესნიუსი“ ფინანსისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„არაპროფესიონალიზმი და საკითხისადმი არასწორი დამოკიდებულება ახალი არ არის როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან, მაგრამ თუ ეროვნული ბანკი ფიქრობს, რომ ის პასუხისმგებელია მხოლოდ ინფლაციზე, მაშინ დახედოს დღევანდელ მდგომარეობას და თუ ელემენტალური ეკონომიკური ცოდნა გააჩნია ვინმეს ამ სტრუქტურაში მიხვდება, რომ სავალუტო კურსის სწრაფი გაუფასურება ინფლაციურ პროცესებს აჩქარებს.
იმოქმედეთ ბატონებო, თორემ შემდეგ თქვენივე დაქირავებული ექსპერტები გვეტყვიან: "წონასწორობის კურსი მოძებნა ლარმა".
ან გააკეთეთ ეს დღეს, ან მოემზადეთ სავალუტო კოლაფსისთვის, რომელსაც ვერ გააკონტროლებთ და საბოლოოდ მივიღებთ ჰიპერ ინფლაციას.