ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ღირებულება გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა. 24 მარტის ვაჭრობის შედეგად, მოიმატა როგორ BGEO-ის, ასევ TBC -ის და “საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასმა.

თბილისის დროით 19:30 საათისთვის საქართველოს ბანკის ჯგუფის BGEO-ს აქციების ღირებულება 17.47%-ით გაიზარდა და ის 9.51 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

14,05%-ით გაიზარდა “საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი. ამ დროისთვის ერთი აქციის ღირებულება 4.28 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აქციების ღირებულება კი მცირედით, 1.6%-ით შემცირდა. ამჟამად GHG-ის ერთი აქცია 0.71 გირვანქა სტერლინგი ღირს.

რაც შეეხება კიდევ ერთი ქართული კომპანიის, TBC-ის აქციების ღირებულებას, ის დღის განმავლობაში 21,1%-ით გაიზარდა და ამ დროისათვის 7.67 გირვანქა სტერლინგი შეადგენს.

ცნობისათვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიაა დალისტული.