პაატა იმნაძე - დღეს საქართველოში რა შემთხვევებიც გვაქვს, ძირითადად ეს არის ან ოჯახური ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები

სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში რა შემთხვევებიც გვაქვს, „ძირითადად ეს არის ან ოჯახური ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები“.

„ძალიან გთხოვთ, ყველამ სწორად გამიგეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, მაგრამ თვითიზოლაციაში როცა არის ადამიანი, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი. თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახის წევრებს შორისაც, ახლობლებს შორისაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს არ უნდა დაველაპარაკოთ, მაგრამ მანძილი რომ დავიცვათ ლაპარაკის დროსაც, ძალიან კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს უნდა იყოს მინიმუმ მეტრნახევარი, დახურულ სივრცეში მინიმუმ 2 მეტრი”, - განაცხადა იმნაძემ.