სილქნეტმა "StopCoV ფონდის" მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ერთი მილიონი ლარი ჩარიცხა

COVID-19 ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, კომპანია სილქნეტი პირველივე ეტაპიდან ყველა საჭირო ეფექტურ ზომას იღებს, რათა შეუფერხებლად გააგრძელოს ოპერირება და უწყვეტად უზრუნველყოს კომუნიკაციის საშუალებები, რაც დღეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

როგორც ვირუსის პრევენციის დაწყების ადრეული პერიოდიდან, შემდეგ პანდემიისა და მოგვიანებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში, სილქნეტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსებით ახდენს ქვეყანაში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი მხრიდან წვლილის შეტანას.

კომპანია, ასევე, ეხმიანება "StopCoV ფონდის" შექმნას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველადი შენატანის სახით, ფონდის საქმიანობისთვის გადარიცხოს ერთი მილიონი ლარი. კომპანია სამომავლოდაც, საჭიროებისამებრ, განიხილავს მეტი შენატანის განახორციელებას როგორც სერვისების შეუფერხებელი მიწოდებით, ასევე ფინანსური თუ სხვა საჭირო რესურსით.

სილქნეტი მიესალმება ამ ფონდის შექმნას, რომლის მიზანია იდენტიფიცირებული საჭიროებების დაკმაყოფილება და თვლის, რომ ეს არის გაერთიანებული ძალისხმევისთვის ეფექტიანი საშუალება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მონაწილეობა მიეღო ამ მეტად დროულ ინიციატივაში მთავრობის მხრიდან, ხოლო როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია, შეუერთდა ასოციაციის ინიციატივას და თავისი კონტრიბუცია განახორციელა ასოციაციის მიერ სპეციალურად ამ ფონდისთვის შექმნილ ანგარიშზე.

"StopCoV ფონდი"

https://stopcov.ge/ka/Fund

"ჩარიცხვა ყველას შეუძლია"

#StopCov ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

(R)