ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

"2020 წლის 25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა",-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სებ-მა აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი რამდენიმე დღის წინაც გაყიდა.