საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
"2020 წლის 25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა",-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ სებ-მა აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი რამდენიმე დღის წინაც გაყიდა.