საპენსიო შენატანების დროებით შეჩერება და ქონების გადასახადის განახევრება - რა ურჩევს Galt & Taggart-ი ხელისუფლებას

საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა კორონავირუსის ეპიდემიის საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. საინვესტიციო ბანკი ქვეყანაში არსებულ ვითარებაში სახელმწიფოს აქტიური ფისკალური და მონეტარული ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. ბანკი ხელისუფლებას ურჩევს, რომ შერბილდეს რეგულაციები, გაიცეს სოციალური ვაუჩერები და ასევე, დროებით შეჩერდეს საპენსიო შენატანები.

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ?

მოკლევადიანი ღონისძიებები:

  • მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური შემწეობა
  • კომუნალური გადასახადების დაფინანსება
  • ქონების გადასახადის განახევრება
  • საგარეო დაფინანსების მოზიდვა
  • ბიზნესის რეგულაციების გადახედვა/შეჩერება
  • საპენსიო შენატანების შეჩერება დროებით
  • ფინანსური პირობების შერბილება ბანკებისთვის (კაპიტალის მოთხოვნები და სხვ.)
  • საბანკო რეგულაციების შემდგომი გამარტივება
  • საავადმყოფოების აღჭურვა/გაძლიერება
  • სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორების მხარდაჭერის გაგრძელება

საშუალო/გრძელვადიანი ღონისძიებები

  • ახალი ეკონომიკური მოდელის შემუშავება მსოფლიოში
  • შეცვლილი მდგომარეობის გათვალისწინებით
  • არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მაქსიმალური გამოყენება (DCFTA და სხვა ორმხრივი
  • სავაჭრო შეთანხმებები)
  • დარგების იდენტიფიცირება/წახალისება, სადაც მეტნაკლებად გვაქვს წარმოების პოტენციალი:
  • • შიდა ბაზრისთვის
  • • ექსპორტისთვის
  • უცხოური ინვესტიციების მოზიდვა
  • განათლების სექტორის ძირეული რეფორმა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით

ამასთან, Galt & Taggart-ი კორონავირუსის მიერ საქართველოს ეკონომიკაზე ზემოქმედების მასშტაბის სამ სხვადასხვა სცენარს - ოპტიმისტურს, შუალედურსა და პესიმისტურ სცენარებს განიხილავს. პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში, ბანკი ქვეყანაში რეცესიას და მშპ-ის დონის 6%-იან ვარდნას პროგნოზირებს. სამივე ეკონომიკური სცენარის პირობებში საქართველოს საგადასახდელო ბალანსი ზეწოლის ქვეშ ექცევა, მოსალოდნელი წლიური დანაკლისი პირველი სცენარით 1.7 მილიარდი დოლარი, მეორე სცენარით 3.1 მილიარდი დოლარი, მეოთხე სცენარით კი 4.4 მილიარდი დოლარი იქნება.