„ფოქს ნიუსი“ - მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სრულ ან ნაწილობრივ იზოლაციაში იმყოფება

მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი იზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს. გამოცემის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით სულ მცირე 41 ქვეყნის 3 მილიარდი მოსახლეობა ნაწილობრივ ან სრულ კარანტინში ცხოვრობს, აქედან 2 მილიარდამდე მკაცრ იზოლაციაში.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის უახლესი მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის 488.4 ათასი შემთხვევაა. მათგან 115,8 ათასი ადამიანი განიკურნა, ხოლო 21.5 ათასი გარდაიცვალა.