„როგორ გავზარდოთ გაყიდვები“ - „პროსპექტი“ პოდკასტების სერიას იწყებს

„როგორ გავზარდოთ გაყიდვები“ - ამ შინაარსით გაყიდვების მართვის და აუთსორსინგ კომპანიამ “პროსპექტი” პოდკასტების სერია დაიწყო.

24 მარტს გაყიდვების მართვის კომპანიამ “პროსპექტი”, რომელიც ორიენტირებულია დაეხმაროს კომპანიებს გაყიდვების მართვასა და ზრდაში, პირველი პოდკასტი ჩაწერა თემაზე „როგორ ვმართოთ გაყიდვების გუნდი დისტანციურად“. პოდკასტის სტუმარი ჯიპიაი ჰოლდინგის გაყიდვების დირექტორის მოადგილე ვახო კორძაია იყო, რომელმაც ისაუბრა 500 კაციანი გაყიდვების გუნდის დისტანციურ სამუშაო მოდელზე გადაყვანის დეტალებზე, გამოწვევებზე, ტექნიკურ საკითხებზე, სირთულეებსა და დადებით მხარეებზე.

კომპანია “პროსპექტი”-ის ამ წამოწყების მიზანია, ქართულ კომპანიებს, განურჩვლად ზომისა თუ ინდუსტრიისაა, დაეხმაროს გაყიდვების ოპტიმიზაციაში, ეფექტურად მართვასა და ზრდაში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ორგანიზაციებს კრიზისის დროს არ შეწყვიტონ მოქმედება, პირიქით გააგრძელონ მუშაობა, იყვნენ კლიენტებთან შესაბამის კომუნიკაციაში, შექმნან ანტიკრიზისული გეგმა და მზად დახვდნენ იმ გამოწვევებს, რაც კრიზისის შემდგომ არის მოსალოდნელი“, - აცხადებს „პროსპექტის“ დირექტორი.

პოდკასტების სერია დაფარავს საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვან თემებს და მიმართულებებს, რომლის ძირითადი მიმართულებაც გაყიდვები იქნება. სტუმრებთან ერთად განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  • კლიენტების შენარჩუნება და ზრდა
  • თანამშრომლების მოტივაცია
  • პროდუქტიულობა
  • ანტიკრიზისული გეგმები
  • სწორი კომუნიკაცია
  • უძრავი ქონება
  • ტურიზმი და ა.შ.

პოდკასტის სტუმრები იქნებიან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, ტრენერები, ლექტორები და ბიზნესის მფლობელები. მათი მოსმენა თავდაპირველად Soundcloud-ზე იქნება შესაძლებელი, თუმცა ეტაპობრივად დაგეგმილია სხვა პლატფორმების მოცვა. მიმდინარე პერიოდში „პროსპექტი“ მსმენელებს კვირის განმავლობაში 2 ახალი სტუმრის პოდკასტს წარუდგენს. ამ ინიციატივის მიზანი, „პროსპექტის“ განცხადებით, კომპანიების ფორმაში ყოფნა და ტონუსის შენარჩუნებაა, რათა კრიზისს თუ შემდგომ სიტუაციას მაქიმალურად მომზადებული შეხვდნენ.