”ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებით ბიზნესმა 1 მილიონ ლარამდე უკვე დაზოგა”

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებით ბიზნესმა 1 მილიონ ლარამდე უკვე დაზოგა.

სამინისტროს ინფორმაციით, ტარიფების ახალი მეთოდოლოგიით გადათვლის შემდეგ, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტარიფი კომერციული მომხმარებლებისთვის მაღალ და დაბალ ძაბვაზე, დაახლოებით 0.07 თეთრის ფარგლებში, ხოლო საშუალო ძაბვაზე - 1.25 თეთრის ოდენობით შემცირდა. შემცირებული ტარიფით ბიზნესი 1-ელი სექტემბრიდან სარგებლობს და ერთ თვეში კომერციული ტარიფის შემცირებით საქართველოს რეგიონებში კერძო სექტორმა დაახლოებით 1 მილიონი ლარი უკვე დაზოგა.

"საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანიებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, მათთვის, ვინც თვეში 0-დან - 300 კლვტ საათამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 2013 წლის პირველ იანვარს ერთხელ 21-27%-ით უკვე შემცირდა. 2013 წლის პირველ მარტს 5 თეთრით გაიაფდა ბუნებრივი აირის მოხმარების საფასურიც. ტარიფების შემცირებით ჯამში საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად ათობით მილიონ ლარს ზოგავს", - ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.