კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად აშშ-ის კონგრესმა 2 ტრილიონი აშშ დოლარი გამოყო. ამ დრომდე ამ მასშტაბის თანხა კონგრესს ქვეყნის ისტორიის მანძილზე არასოდეს გამოუყვია.
აღსანიშნავია, რომ ფინანსურ დახმარებას სენატმა უკვე დაუჭირა მხარი და ახლა ის ხელმოსაწერად ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გადაეგზავნება. იქამდე კი, ტრამპმა განაცხადა, რომ ის დოკუმენტს მიღებისთანავე მოაწერს ხელს.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს აშშ-ში 1428 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსით 94 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული.