მარინა ეზუგბაიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული ახალი პაციენტის დაინფიცირება მოგზაურობას არ უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას წინასწარი ინფორმაციით, მათ კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით დაავადებული ახალი პაციენტის დაინფიცირება მოგზაურობას არ უკავშირდება.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალ პაციენტს სამსახურებრივად უცხოელებთან ჰქონდა შეხება.

“ეს პაციენტი დადასტურდა გუშინ და კვლევის პროცესშია, ალბათ ხვალ ან ზეგ მოგახსენებთ დეტალურად. მოგზაურობა არ არის, როგორც ჩემთვის ცნობილია, სამსახურებრივად აქვს ურთიერთობა უცხოელებთან, მაგრამ არასწორი ინფორმაცია რომ არ მოგაწოდოთ, ვცდილობ არ გითხრათ არაფერი, არ დავაკონკრეტო, რადგან ჩემთვის ეს მაინც უცნობია. წყარო კვლევაშია და ამ წყაროს აუცილებლად მოგახსენებთ. ქალბატონი ავადმყოფობის გამო ბინაზე იმყოფებოდა და თუ ამას ჩავთვლით თვითიზოლაციად, კი ბატონო. ავად იყო რამდენიმე ხანი, ამიტომ ის საკუთარ სახლში იყო თვითიზოლაციაში”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა.

კორონავირუსთან საბრძოლველად აშშ-ის კონგრესმა 2 ტრილიონი დოლარი გამოყო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა
„სავალუტო ბაზარზე რაც ხდება, ჩემთვის საკმარისი იქნებოდა, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო“