როგორ შეიქმნა კოკა-კოლა და როგორ მიაღწია წარმატებას მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრენდმა

ისტორია სათავეს XIX საუკუნის მიწურულიდან იღებს, როდესაც ატლანტის აფთიაქში კოკა-კოლას სიროფით დაიწყეს ვაჭრობა

Coca-Cola-ს პლანეტა

Coca-Cola მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია. ამ გამაგრილებელი სასმელის ისტორია სათავეს XIX საუკუნის მიწურულიდან იღებს, როდესაც ატლანტის აფთიაქში კოკა-კოლას სიროფით დაიწყეს ვაჭრობა. ერთი ჭიქა კი სულ რაღაც ხუთი ცენტი ღირდა. საუკუნის შემდეგ, Coca-Cola-მ მრავალმილიონიანი გაყიდვები უზრუნველყო დედამიწის ორას ქვეყანაში. კომპანიის გლობალური მასშტაბების ხაზგასმის მიზნით, მარკეტინგში უზარმაზარი თანხები იდება.Coca-Cola-ს ამერიკული ცხოვრების წესის დანერგვისა და გაფართოების ერთ-ერთ იარაღადაც თვლიან.

ატლანტიდან მსოფლიოში

ამერიკის შეერთებული შტატების ათვისების შემდეგ, Coca-Cola-მ ამერიკის კონტინენტის გარეთაც გაიტანა პროდუქცია. მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკის ჯარის მუდმივი მეგზური Coca-Cola იყო, რომელმაც თანდათან სხვა ქვეყნის ბაზრებიც დაიპყრო და კიდევ უფრო პოპულარული გახდა. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ბლოკის დაცემასთან ერთად Coca-Cola-მ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც მოიკიდა ფეხი.

Coca-Cola-ს ფრანგული სარეკლამო პლაკატი, 1960

სახელგანთქმული ბრენდი პალესტინური ფეხბურთის პოპულარიზაციას ემსახურება, 2001.

1979 წელს, Coca-Cola ჩინეთში კვლავ დაბრუნდა. ამ ქვეყანაში ამერიკული ბრენდი ჯერ კიდევ 1929 წლიდან იყიდებოდა, თუმცა 1949 წელს, ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლისთანავე მისი გაყიდვა შეწყდა. 2000 წელს, ჩინეთის გავლით, Coca-Cola-მ მსოფლიოს ყველაზე დახურულ სივრცეში, ჩრდილოეთ კორეაშიც კი შეაღწია.

bpn

გაყიდვების მოცულობა რეგიონების მიხედვით (1999)

ჯამი მსოფლიო მასშტაბით: 16,5 მილიარდი ერთეული (კომპანიის ყველა ბრენდის ჩათვლით)

ჩრდილოეთი ამერიკა 32%

აზია 18%

აფრიკა 5%

ევროპა 20%

ლათინური ამერიკა 25%

1990 წელს, აფრიკის კონტინენტზე საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის Coca-Cola-მ 1,5 მილიარდი დოლარი დახარჯა.

მეორე მხარე

Coca-Cola-ს გლობალურ განვითარებას სიძნელეებიც ახლავს: ინდოეთში კომპანიას მცირე ფერმერები დაუპირისპირდნენ, რომლებიც Coca-Cola-ს ქარხნების მიერ მინდვრების დაბინძურებასა და გაუწყლოებას აპროტესტებდნენ. გარდა ამისა, ინდოეთში აცხადებდნენ, რომ სასმელი ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავდა. კოლუმბიასა და გვატემალაში კომპანიის პოლიტიკა გააკრიტიკეს, რომელიც მუშათა პროფკავშირის ჩამოყალიბების წინააღმდეგ იყო მიმართული. ინდოეთის ერთ-ერთ დასახლებაში სასმელი წყლის რეზერვუარზე Coca-Cola-ს თავისი სარეკლამო პლაკატი მიუკრავს.

გაგრძელება იხილეთ Time-ის სერიის ტომში ,,გლობალიზაცია"

ამ ტომში ასევე იხილავთ:

• ინტერვიუ ოსამა ბინ ლადენთან

• გლობალური დათბობა

• Google-ის სამყარო

• XX საუკუნის ფოტოსახეები: 11 სექტემბრის ტერაქტი

13 ოქტომბრამდე წიგნის სპეციალური ფასი - 7 ლარი, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად - 8 ლარი.

http://elva.ge/address/newspaper/id/112678/