ტოპ-5 პროდუქტი, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში

2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 197,162 მლნ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, გასული 2 თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ექსპორტი 208,6%-ით გაიზარდა და 65,015 მლნ დოლარი შეადგინა (2019 წლის იანვარ-თებერვალი - 21,069 მლნ დოლარი). იმპორტი კი, გასული 2 თვის განმავლობაში 7%-ით შემცირდა და 132,145 მლნ დოლარი შეადგინა.

შედარებისთვის, 2019 წლის იანვარ-თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში 142,018 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. აქედან ექსპორტი იყო 65,015 მლნ დოლარი, იმპორტი კი - 132,145 მლნ დოლარი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელია ტოპ-5 პროდუქტი, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში.

საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოდან ჩინეთში ჯამში, 20,628 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა. აქედან ექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტის ჩამონათვალი კი ასეთია:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 9 144 ტონა (13,110 მლნ აშშ დოლარი)
  • ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები - 1 287 ტონა ( 3,666 მლნ აშშ დოლარი)
  • სხვა მზა ნაწარმი, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 10,6 ტონა ( 886 ათასი აშშ დოლარი)
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 170 ათასი ლიტრი (767 ათასი აშშ დოლარი)
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთლი, კარი და სხვა სანელებლები 229 ტონა (591 ათასი აშშ დოლარი)

რაც შეეხება ჩინეთდან იმპორტირებულ პროდუქტს, სულ 67, 137 მლნ აშშ დოლარის საქონელი შემოვიდა. მათგან ტოპ-5 პრდუქტის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

  • სპეციალური დანიშნულების ავტომობილები - 5 ცალი ( 2,667 მლნ აშშ დოლარი)
  • სხვა სახის ფეხსაცმელი პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით - 297 ტონა ( 2,268 მლნ აშშ დოლარი)
  • შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 755,9 ტონა (1,813 მლნ აშშ დოლარი)
  • რეზინის პნევმატური სალტები და ახალი საბურავები - 667.5 ტონა (1,556 მლნ აშშ დოლარი)
  • ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები - 219 ტონა (1,241 მლნ აშშ დოლარი)
ნინი ქეთელაური