კომპანიები, რომლებმაც კორონავირუსის გამო ლოგოები შეცვალეს

საერთაშორისო ბრენდების ნაწილმა კორონავირუსის გამო, საკუთარი ლოგოები შეცვალა. კერძოდ, განახლებულ ფოტოებზე წარმოდგენილია ორი ვერსია: პირველი - ლოგოს შემადგენელი ელემენტები შორდება ერთმანეთს, რათა შეახსენოს საზოგადოებას, რომ აუცილებელია დისტანცია. ხოლო, მეორე - ემატება ერთი ელემენტი, რომელიც მომხმარებელს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს.

წარმოგიდგენთ, კომპანიების ნაწილს, რომლებმაც კორონავირუსისი გამო, საკუთარი ლოგო შეცვალეს:

კოკა-კოლამ ლოგოს ასოები ცალ-ცალკე გამოყო და ნიუ-იორკის ტაიმზ-სკვერზე განთავსებული ბილბორდიდან შეახსენა საზოგადობას დისტანციის შესახებ.

ავტომობილის ბრენდმა "აუდი" წარმოადგინა ვიდეო, სადაც ტრადიციული, გადაბმული რგოლები იშლება

McDonald’s-მა სკუთარი ლოგო ორ ოქროს თაღად დაყო

ავტომობილის ბრენდმა Volkswagen შეამცირა ლოგოს რგოლი, წრის შიგნით არესებული ხაზები კი ერთმანეთს შედარებით დააშორა

ნინი ქეთელაური