გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ბიზნესისთვის განმარტებებს აქვეყნებს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„განმარტებები ბიზნესისთვის:
- დღის განმავლობაში დისტრიბუცია არ არის შეზღუდული;
- კომენდანტის საათებში დისტრიბუციის და თანამშრომლების მოძრაობისათვის საშვის მისაღებად თბილისში არსებულმა კომპანიებმა მიმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიაწოდეთ მანქანის ნომერი, პიროვნების სახელი, გვარი პირადი ნომერი აქ Jemal.donadze@mepa.gov.ge;
- რეგიონებში არსებულმა ბიზნესმა საშვის მისაღებად მიმართეთ გუბერნატორთან არსებულ რეგიონალურ შტაბს;
- ძირითად ქალაქებთან არსებულ ბლოკპოსტებზე გაგიზომავენ სიცხეს;
- მსუბუქ ავტომობილში არ უნდა იჯდეს 3 ადამიანზე მეტი მძღოლის ჩათვლით;
- კომპანიის თანამშრომელთა მარშუტკით გადაადგილებისას უნდა იჯდეს 10 პირი ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება დღეს,“- წერს კალანდაძე.