თებერვალში ვადაგადაცილებული სესხები 1.6 მლნ ლარით გაიზარდა

თებერვალში, ვადაგადაცილებული სესხები 1.6 მლნ ლარით გაიზარდა და 437.7 მლნ ლარს გაუტოლდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.4 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 40.8 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.4 პროცენტს გაუტოლდა.

თაია არდოტელი