დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა ოჯახის ბიზნესიდან „StopCov ფონდში" 100 000 ლარი გადარიცხა

თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის, გოდერძი ჩანქსელიანის ოჯახი უერთდება ბიზნეს ასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნეს სოლიდარობას და „COVID 19"-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურმა აცნობა.

მათი ინფორმაციით, გოდერძი ჩანქსელიანის ოჯახის ბიზნესიდან 100 000 ლარი ჩაირიცხა ანგარიშზე, რომელიც მიემართება სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - დანიშნულებით "Stopcov".