ჯანმო და გაერო - თუ მთავრობები პანდემიას სათანადოდ ვერ გაუმკლავდებიან, მსოფლიო შესაძლოა, საკვების კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს

მსოფლიო შესაძლოა, საკვების კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, თუ მთავრობები ვერ მოახერხებენ პანდემიასთან სათანადოდ გამკლავებას, - ამის შესახებ გაერო-ს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

„მძიმე კარანტინის პირობებში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ვაჭრობა შეუფერხებლად გაგრძელდეს, რათა თავიდან ავიცილოთ საკვების დეფიციტი. მაშინ, როცა ადამიანების ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვიცავთ, ამავდროულად უნდა მივიღოთ ზომები, რომ ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც საკვების მიწოდების ჯაჭვს უკავშირდება, არ დაზიანდეს“,- ნათქვამია განცხადებაში.