"ვითიბი ბანკი" და "ჯი თი მოტორსი" მომხმარებელს ერთობლივ აქციას სთავაზობენ

"ვითიბი ბანკი" "ჯი თი მოტორსის" ნებისმიერი მარკის ავტომობილის შეძენის მსურველებს, ავტოსესხზე განახლებულ პირობებს სთავაზობს.

"ვითიბი ბანკის" ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილების შეძენის მსურველებს, შეუძლიათ ისარგებლონ "ვითიბი ბანკის" სესხით, ავტოსალონიდან გაუსვლელად მხოლოდ პირადობის მოწმობით. აქციის ფარგლებში "ვითიბი ბანკი" მომხმარებელს სთავაზობს: ავტომობილის დაზღვევას საჩუქრად, თანამონაწილეობას 0% -დან, წინსწრებით დაფარვის საკომისიოს 0%, მაქსიმალური ვადაა 5 წელი.

აქციის ფარგლებში "ჯი თი მოტორსის" ავტომობილების შეძენა შესაძლებელია პირველადი შენატანის გარეშე. ამასთან ერთად, "ფორდ მონდეოს" შეძენის შემთხვევაში, გადასახადი შეადგენს თვეში 340 დოლარს, ხოლო "ლენდ როვერ დისქავერის" შეძენის შემთხვევაში, გადასახადი თვეში 880 დოლარს შეადგენს.

აქცია 1 ოქტომბრიდან ორ თვის განმავლობაში გაგრძელდება.