რუსეთის ავტობაზარი სექტემბრის თვეში 23%-ით დაეცა

ავტოწარმოების კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, სექტემბრის თვეში ავტომობილების გაყიდვების რაოდენობა, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, 23,2%-ით დაეცა. რუსეთის მოსახლეობამ გასულ თვეში 189,666 ახალი ავტომობილი შეიძინა.

ავტომწარმოებელთა ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში გაყიდული ავტომობილების შესახებ ოფიციალური მონაცემები 8 ოქტომბერს გამოქვეყნდება. როგორც ცნობილია, უტილიზაციის პროგრამის მეშვეობით, სექტემბრის ბოლო კვირაში 23,4 ათასი ავტომობილი გაიყიდა, რაც 2-ჯერ მეტია სექტემბრის პირველ კვირასთან შედარებით.