მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ, კიდევ ერთი მეწარმე სუბიექტი დაემატა.
აქამდე ჩამონათვალში ჯამში, 82 კომპანია იყო. ახლა კი კიდევ 1 სუბიექტი - შპს „სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია“ დაემატა.
იმ 82 მეწარმე სუბიექტის ჩამონათვალი, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ, ასე გამოიყურება:
- შპს „თეგეტა მოტორსი“;
- შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბას“;
- შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“;
- შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“;
- სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“;
- სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“;
- შპს „ენერგოტრანსი“;
- შპს „გარდაბნის თბოსადგური“;
- შპს „ენგურჰესი“;
- სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
- სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“;
- შპს „მაივეი ეარლაინს კო ლტდ“;
- სს „ენერგონი“;
- შპს „ენ ერ ჯი ჯორჯია“;
- სს „ნენსკრა ჰიდრო“;
- შპს „საქნახშირი“;
- სს RMG Copper;
- შპს RMG Gold;
- შპს „ჯმ 29;
- სს „რუსთავის აზოტი“;
- სს „კავკასიან პეტ კომპანი“;
- სს „მინა“;
- შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“;
- შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“;
- შპს „კნაუფ გიპს თბილისი“;
- შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“;
- შპს „ჯორჯიან მანგანეზი“;
- შპს „რუსელოის“;
- შპს „ჯეოსთილი“;
- შპს „ამბიკონ სტილსი“;
- შპს „რუსთავის ფოლადი“;
- შპს „გლობუსი“;
- შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“;
- შპს „იმერის ბენტონიტ ჯორჯია“;
- შპს „ასკანგელ ჯგუფი“;
- შპს „ასკანგელ ალიანსი“;
- შპს „ასკანგელ ბენტონიტი“;
- სს „ელმავალმშენებელი“;
- შპს „ვაგონმშენებელი კომპანია“;
- შპს „ჯმ-ტექნიკასერვისი“;
- შპს „მნკორპი“;
- სს „საქართველოს რკინიგზა“;
- შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“;
- შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“;
- შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“;
- ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალი;
- შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“;
- შპს „ჯორჯიან ეარვეისი“;
- შპს „მეტრო სერვის +“;
- შპს „ტავ ურბან საქართველო“;
- შპს „საქაერონავიგაცია“;
- შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“;
- შპს „შავი ზღვის ტერმინალი“
- სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო „ნავსადგური“;
- შპს „ბი ენდ პი“;
- შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“;
- შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“;
- შპს „ტრანსფორდი“;
- შპს „მანგანუმ ლოჯისტიკი“;
- შპს „გიანთი ლოჯისტიკსი“;
- შპს „ეისა“;
- შპს „ემ-ეს-სი ჯორჯია“;
- შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“;
- შპს „ჯიარ ტრანზიტი“;
- შპს „ჯნს ჯორჯია“;
- შპს „ეკოსერვის ჯგუფი“;
- შპს „თიბისი ფეი“;
- შპს „აჭარა ტექსტილი“;
- შპს „მოვი“;
- შპს „ემჯიემტექს“;
- შპს ISTANBUL BAZAAR;
- შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“;
- შპს „ჯორჯიან ტექსტილი“;
- შპს BTM-TEXTILE;
- შპს „პრომო ვეარ“;
- სს „სამკერვალო კომპანია იმერი“;
- სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები“ (ციკლონი);
- შპს „საქსპეცტრანსი“;
- შპს „ჯი ენ ელ“;
- შპს „გებრიუდერ ვაის“;
- შპს „კაპაროლ ჯორჯია“;
- სს „საქკაბელი“.
რაც შეეხება საქმიანობის სფეროებს, ჩამონათვალს საკონტროლო-სალარო აპარატების ჩეკის დასაბეჭი ქაღალდის/რულონის მიწოდება დაემატა. ცნობისთვის, იმ ეკონომიკურ საქმიანობებს შორის, რომელთაც შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პირობებში, იყვნენ:
- სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება;
- შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
- სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
- სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
- საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
- თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა);
- სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის);
- სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები;
- სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია;
- პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება;
- ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა;
- სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები;
- საფოსტო და საკურიერო მომსახურება;
- საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა);
- ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები;
- IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად);
- საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად);
- სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად);
- ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები;
- სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად);
- სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები; საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად);
- საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად);
- არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად);
- იურიდიული მომსახურება (დისტანციურად);
- შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია;
- დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები;
- სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება;
- 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/ დაწესებულებები);
- არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად);
- ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა);
- ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად);
- ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად);
- საკონტროლო-სალარო აპარატების ჩეკის დასაბეჭი ქაღალდის/რულონის მიწოდება.