“დაქირავებული მუშახელის თითქმის 30 პროცენტი სამუშაოს დაკარგვის მაღალი რისკის წინაშე დგას” – ამის შესახებ, „აისეტის“ მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც COVID-19-ის სექტორებსა და შრომის ბაზარზე გავლენებს ეხება.
„აისეტის“ პროგნოზით, მოკლევადიან პერიოდში, საქართელოში, უმუშევრობის მასშტაბური ზრდა არის მოსალოდნელი, რასაც მასიური სოციალური პრობლემები მოჰყვება.
„ვირუსის გავრცელების შესაკავებლად მიღებული ზომების ფარგლებში დასაქმებულებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ისინი, ვისაც სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა აქვს, შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან, განსხვავებით მრავალი მოწყვლადი ჯგუფისგან, რომელთა დასაქმებაზეც კარანტინმა გავლენა იქონია.
ეკონომიკური საქმიანობის შემცირება გავლენას თითქმის ყველა ინდუსტრიაზე ახდენს; ყველაზე მოწყვლადი სექტორების სია კი შემდეგნაირად გამოიყურება: განთავსების საშუალებები და საკვების მიწოდების საქმიანობები, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დიდი წილი და გართობისა და დასვენების სექტორი. აღნიშნული სირთულეები ასობით ათას ადამიანს რისკის ქვეშ აყენებს, შემოსავლის ან სამუშაო საათების შემცირების ან სამუშაოს სრულად დაკარგვის კუთხით.
სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში დასაქმების კუთხით COVID-19-ის შესაძლო მოკლევადიანი ეფექტების შესაფასებლად, ჩვენ ხარისხობრივად განვსაზღვრეთ ქვესექტორულ დონეზე ეფექტის სიძლიერე, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: (1) ქვეყანაში კარანტინის დროს აკრძალული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი და მასშტაბები; (2) ტრანსპორტირებაზე დაწესებული შეზღუდვები; (3) მოთხოვნის ვარდნა; (4) შუალედური მოხმარების პროდუქციის გამოყენების შემცირება.
შრომის ბაზრის შეფასების მთავარი დასკვნები:
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სექტორებზე გავლენის სიმძიმე, კარანტინის პირობებში დაწესებული შემზღუდველი ზომების ხანგრძლივობასა და სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან მიმართებაში მათი გაუქმებისთან მიმდევრობაზე იქნება დამოკიდებული,“-ნათქვამია მიმოხილვაში.