ტაქსის მძღოლებისთვის საქმიანობისას ავტომობილში პირბადის ტარება სავალდებულოა

დღეიდან, 27 აპრილიდან ტაქსებით გადაადგილება ნებადართული გახდა.

ამის შესახებ ჯერ კიდევ გასულ კვირას პრემიერმა გიორგი გახარიამ დააანონსა, ანტიკრიზისული გეგმის წარგდენის ფარგლებში.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტაქსის მძღოლებისთვის სავალდებულო იქნება, საქმიანობის დროს, ავტომობილში პირბადის გამოყენება.

გარდა ტაქსის ოპერირებისა, დღეიდან დასაშვებია ასევე:

  • მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
  • ონლაინ ვაჭრობა სრულად (საბითუმო და საცალო);
  • მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე;
  • ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

თაია არდოტელი
9 კომპანია, რომელიც საქართველოში პირბადეებს აწარმოებს
რა შემთხვევაში შეძლებენ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ქალაქიდან გასვლას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის
“მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა და ასაღები ვალები ბევრ კითხვებს აჩენს”