3 რეგულაცია, რომელიც ხვალიდან შემსუბუქდება

ხვალიდან ავტოსარემონტო დაწესებულების მუშაობა და სამშენებლო საქმიანობა დასაშვები ხდება.

ამის შესახებ, პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კერძოდ, მისი თქმით, 5 მაისიდან სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ნებართვები საქმიანობის აღდგენის მიზნით. ასევე ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში შეეძლებათ საქმიანობის განხორციელება ავტოსარემონტო ობიექტებს.

თუმცა, გახარიას თქმით, კომპანიებს და ობიექტებს მოუწევთ იმ რეკომენდაციების და უსაფრთხოების წესების დაცვა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შემუშავებული.

ამასთან, უკვე ხვალიდან ორი დიდი ქალაქი - ქუთაისი და ბათუმი გაიხსნება და იქ შესვლა-გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდება.

თაია არდოტელი
როგორ მიიღებენ დახმარებებს თვითდასაქმებულები
„ამ ეტაპზე მხოლოდ 20%-ანი დატვირთვით ვმუშაობთ“- რა გავლენა იქონია კორონავირუსმა „იმერზე“
ინფორმაცია თვითდასაქმებულებისთვის - რა ცნობების წარდგენაა საჭირო ფულადი კომპენსაციის მისაღებად