„სინერჯი კაპიტალმა“ მუყაოს შესაფუთების მწარმოებელი კომპანია „ფიემჯის“ 45% შეიძინა

„დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით კრიტიკულად მიგვაჩნია ადგილობრივი წარმოებების მხარდაჭერა. „ფიემჯი“, რომლის 45% წილის მფლობელები გავხდით ცოტა ხნის წინ, მუყაოს მასალისგან ამზადებს სხვადასხვა პროდუქტის შესაფუთ საშუალებებს. ჰყავს ძალიან კარგი გუნდი, რაც მთავარი აქტივია ჩვენთვის კომპანიის შეძენისას. მათთან ერთად ვგეგმავთ წარმოების მოდერნიზაციას და ახალი საპროდუქტე მიმართულებების დამატებას. უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ დარგი ძალიან პერსპექტიულია, პრიორიტეტულია პლასტმასის ჩანაცვლება ეკოლოგიური მასალებით.

ჩვენ ვაგრძელებთ პორტფელის გაფართოებას. ელექტრონული სერვისების გამოყენებით ჩვეულებრივ ვაფორმებთ კომპანიების შესყიდვის ოპერაციებს და ვიწყებთ მათ განვითარებაზე ზრუნვას.“- აცხადებენ „სინერჯი კაპიტალში“.

წელს ეს რიგით მეოთხე კომპანიაა, სადაც „სინერჯი კაპიტალმა“ წილი შეიძინა.

აღნიშნულ ინფორმაციას "სინერჯი კაპიტალი" ავრცელებს.