Uber- მა თანამშრომლების 14% შეამცირა

ტაქსით მომსახურების ამერიკულმა კომპანიამ Uber-მა კორონავირუსის პანდემიის გამო ხარჯების შემცირების მიზნით თანამშრომლების 14% გაათავისუფლა.

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და გაცვლითი კომისიის ვებსაიტზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად, გათავისუფლდება 3,700 თანამშრომელი, რომლებიც ძირითადად მუშაობდნენ კადრებისა და მომხმარებელთა დახმარების განყოფილებაში.

ამავე დროს, კომპანია გეგმავს 20 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, რათა გათავისუფლებულ თანამშრომლებს გარკვეული თანხა გადაუხადოს. ასევე ცნობილი გახდა, რომ წლის ბოლომდე ხელფასს არ აიღებს კომპანიის გენერალური დირექტორი.

როგორც ცნობილია, საკარანტინო ზომების გამო Uber-ს მარტში გამოძახებების რაოდენობა 70%-ით შეუმცირდა.