რომელი მაღაზიები გაიხსნება ორშაბათიდან - მთავრობის გადაწყვეტილება

11 მაისიდან ყველა ტიპის წარმოება დასაშვები ხდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გარდა ამისა, როგორც გახარიამ განაცხადა, უკვე ორშაბათიდან, ანუ 11 მაისიდან ყველა საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც ქუჩიდან ცალკე შესასვლელი აქვს, გაიხსნება. თუმცა, ეს არ შეეხება ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებს და ასევე სავაჭრო მოლებს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა დღეს ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

თაია არდოტელი