თურქეთმა Citigroup-ის, BNP Paribas-ის და UBS-ისთვის სავალუტო ბაზარი დახურა

თურქეთის საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტომ (BDDK) მსოფლიოს 3 უმსხვილეს ბანკს საკუთარ სავალუტო ბაზარზე ოპერაციების ჩატარება აუკრძალა.

ამის შესახებ თავად სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

აკრძალულია ბანკების - BNP Paribas SA-ს, Citibank NA-ს, UBS AG-ის საქმიანობა. საგენტოს ინფორმაცiით, ამ ბანკებმა არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები თურქულ ლირაში ოპერაციებზე, რამაც შექმნა რისკები, მიეღო დიდი ზარალი როგორც თურქეთის ეკონომიკას, ასევე ქვეყნის საკრედიტო სისტემის მონაწილეებს - დეპოზიტორებს, მსესხებლებსა და კრედიტორებს.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, BDDK შემდგომში აპირებს ქვეყნის ეკონომიკის დაცვას არაკეთილსინდისიერი ფინანსური ინსტიტუტებისგან და მანიპულაციებისაგან თურქეთის სავალუტო ბაზარზე.