კახა კალაძის განცხადებით, STOPCOV ფონდში ჩარიცხული თანხების ხარჯვა ჯერ არ დაწყებულა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, STOPCOV ფონდში ჩარიცხული თანხების ხარჯვა ჯერ არ დაწყებულა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რა მიმართულებით დაიწყება თანხების ხარჯვა, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ამ თანხების გახარჯვა ჯერ არ მიმდინარეობს. თუ რა მიმართულებით იქნება განკარგული თითოეული თეთრი, ცნობილი და ცხადი იქნება საზოგადოებისთვის. ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, „STOPCOV ფონდში“ 131 503 032 ლარია ჩარიცხული.