„პანდემია არის ისეთი კრიზისი, რომლის შემდეგ ტურიზმის აღდგენა ყველაზე რთულია და გრძელვადიანი“ - რას ურჩევს ქეთევან ბოჭორიშვილი მთავრობას

„სამწუხაროდ, პანდემია არის ისეთი კრიზისი, რომლის შემდეგ ტურიზმის აღდგენა ყველაზე რთულია და გრძელვადიანი“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და მთავრობას საკუთარ რეკომენდაცებს სთავაზობს:

„მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის მიმართულებით რეალური მოლოდინები შევქმნათ. პანდემიის შემდეგ, აღდგენითი პერიოდი პოზიტიურ შემთხვევაში 10 თვეს გაგრძელდება, მაგრამ შესაძლებელია ეს გაიწელოს 20 თვემდეც.

რამ შეიძლება გამოიწვიოს გადავადება? შესაძლებელია, რომ ოქტომბერ/ნოემბერში პანდემიას ჰქონდეს მეორე ტალღა, ასევე გასათვალისწინებელია რამდენად ეფექტურად მოხდება ქვეყნებს შორის ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმება. რომელი ქვეყნები გაიხსნებიან? ვინ მიიღებს ტურისტს? რა სტანდარტები დაინერგება და ა. შ.? სამწუხრაოდ, ჩვენ ეს ერთობლიობა ვერ დავინახეთ პანდემიასთან ბრძოლაში. გვექნება შეჯერებული და ერთი საერთო გლობალური სტრატეგია? თუ გვექნება ცალ-ცალკე ქვეყნების ქმედებები, რომელიც ამ პროცესებს კიდევ უფრო მეტ ბარიერს შეუქმნის?

სამწუხაროდ, პანდემია არის ისეთი კრიზისი, რომლის შემდეგ ტურიზმის აღდგენა ყველაზე რთულია და გრძელვადიანი, თუნდაც რომ შევადაროთ ტერორიზმს/უსაფრთხოებას, რომლის შემდეგ აღდგენას საშუალოდ 2-12 თვემდე სჭირდება, ხოლო ბუნებრივი სტიქიის შემდეგ 1-16 თვემდე. კარგი ის არის, რომ დღევანდელ მსოფლიოში, კრიზის მართვა უფრო სწრაფად ხდება. 2001 წელს, საშუალოდ თუ 26 თვე სჭირდებოდა სხვადასხვა კრიზის გამკლავებას, 2018 წელს ეს 10 თვემდე შემცირდა.

დღვანდელმა კრიზისმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ტურიზმის სექტორს და მის ყველა მოთამაშეს. იცვლება მიდგომები, სტანდარტები და გვაქვს ახალი რეალობა. ეს ყველაფერი იწევევს ფასების ზრდას (განსაკუთრებით ავიაბილეთების) და ეს ხდება იმის ფონზე, როცა მსოფლიოში მსყიდველუნარიანობა კლებულობს. ფაქტია, რომ შემდეგი ორი-სამი წლის განმავლობაში ფრენების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება, რაც რა თქმა უნდა, შეამცირებს საერთშორისო (ავია რადიუსის ქვყენებიდან) ტურისტების მოზიდვას. იქნება ორგანიზებული/ჩარტერული ფრენები, მაგრამ შეზღუდულად.

ტურიზმის სექტორის აღსადგენად მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი:

გლობალური კოორდინირებული ეფექტური მიდგომები, რომელიც მოხსნის მოგზაურობის ბარიერებს და გახსნის საზღვრებს. მოგზურობის პროცესის შეუფერხებლობა, იმის გათვალისწინებით, რომ დაემატება ჯამრთელობის შემოწმება და კონტაქტების მიკვლევადობა, სხვადასხვა დაცვითი მექანიზმები და პროტოკოლი. სხვადასხვა მიდგომები იქნება ვაქცინაციამდე და ვაქციანიციის შემდეგ. საერთაშორისო პროტოკოლების დაცვა, რომელიც შემუშვებული იქნება ტურიზმის და ჯანდაცვის ექსპერტების მიერ ერთობლივად. მნიშვნელოვანია რომ მოგზაურობის მიმართ ნდობა აღდგეს. აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანია მოგზაურობის და ტურიზმის სტიმულიერება ფინანსურად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, აქტიური პოპულარიზაცია და სწორი კომუნიკაცია. რადგან ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რა იქნება ამ ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანია, რომ რესურსების სწორი განკარგვა მოხდეს. ვფიქრობ, აქცენტები უნდა გაკეთდეს შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაზე და წახალისებაზე. ასევე, რეგიონალურ ტურიზმზე (სამანქანო მგზავრობის რადიუსის ქვეყნებიდან) და რიგ ქვყენებიდან ორგანზიბულ ტურიზმზე. ალბათ, ეს არის, რასაც მაქსიმუმ შეიძლება ველოდოთ ამ წელს. სამწუხაროდ, იმ ქვეყნებიდან, საიდანაც თვითმფრინავით გადაადგილება არის საჭირო - დიდი რაოდენობით ტურისტების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

ამ ყველაფრის ფონზე, რადიკალური მიდგომები და სტიმულირების პაკეტები უმნიშვნელოვანესია: პირველ რიგში, რომ სექტორი გადარჩეს, არ მოხდეს კომპანიების დახურვა, სამსახურებიდან ხალხის დათხოვნა. ამ ყველაფერს შენარჩუნება უნდა, სწორედ ამიტომ მნიშვნლოვანია, რომ სწორად განვსაზღვროთ საერთაშორისო ნაკადების რაოდენობა, მაქსიმალური გავაკეთოთ რომ სტუმრები გვყავდეს, ამიტომ მნიშვნელოვანა - რომ ვიზიტორების მოზიდვაში ჩაიდოს ფული.

ვფიქრობ დარგს დაეხმარება:

  • დღგ-გან საერთოდ გათავისუფლება ან მინიმუმ 8 %-მდე შემცირება
  • ორგანიზებული ტურიზმის ოპერატორებს და ღინისძიების დამეგმავი ორგანიზაციების ფინანსურ სტიმულირება;
  • კომპანიების მხრიდან თანამშრომლების ფინანსურ წახალისებას (რომელიც არ დაიბეგრება და როგორც სამივლინებო ხარჯი ისე იქნება აღქმული ბუღალტრულად)

კიდევ ძალიან ბევრი მაგალითის გამოყენება შეიძლება საერთაშორისო პრაქტიკებიდან გამომდინარე. ბევრმა ქვეყანამ გაიარა სხვადასხვა კრიზისი, მათ შორის პანდემიები (SARS; MERS; EBOLA), სტიქიები და ა.შ.

ახალი არ არის, რომ კრიზისი ზრდის ეფექტურობას და იწვევს ინოვაციას. იქნებ შევძლოთ, რომ ეს პერიოდი გამოვიყენოთ:

  • ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნისთვის;
  • სასტუმროებში და სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებზე ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესებაში;
  • ტექნოლოგიებისა და ახალი მართვის სისტემების დანერგვაში;
  • ახალი მიმართულებით ტურისტული პროდუქტების შექმნა/გაზრდაში (განსაკუთრებით გამოვყოფდი -ეროვნული პარკების, ნაკრძალების და დაცული ტერიტორიების და განმანჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებას), - წერს ბოჭორიშვილი.