სანავთობო ბიტუმის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა

2020 წლის აპრილში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 3,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3,0 ათასი ტონით (46,1%-ით) ნაკლებია მარტის მაჩვენებელთან (6,5 ათასი ტონა) შედარებით და 10,8 ათასი ტონით (7,3%-ით) ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (10,8 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქედან იმპორტის 85,7% (3,0 ათასი ტონა) აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან განხორციელდა, 8,6% (0,3 ათასი ტონა) - სომხეთიდან, 2,9% (0,1 ათასი ტონა) - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და 1,1% (0,04 ათასი ტონა) - რუსეთიდან.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 17,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 12,2 ათასი ტონით ანუ 40,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (30,0 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 50,6% (9,0 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ირანის ისლამური რესპუბლიკა - 39,9% (7,1 ათასი ტონა), ერაყი - 5,6% (1, 0 ათასი ტონა), სომხეთი - 1,7% (0,3 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 1,1% (0,2 ათასი ტონა), რუსეთი - 0,2% (0,04 ათასი ტონა).

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირება პირდაპირ კავშირშია COVID 19-დან გამომდინარე შეზღუდვებთან. კერძოდ, ამის გამო ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ვეღარ ხდება ქვეყანაში პროდუქციის იმპორტის განხორციელება.