თურქეთის აეროპორტებში ყველა მგზავრს COVID-19-ზე შეამოწმებენ

თურქეთის აეროპორტებში მგზავრებს COVID-19-ზე შეამოწმებენ.

აეროპორტებში შემოწმდება როგორც თურქეთის, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეები. ახალი წესები ძალაში 1-ლი ივნისიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას Airport Haber-ი თურქეთის ტურიზმის მინისტრის მეჰმეტ ერსოიზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის ყველა აეროპორტში სპეციალურ პუნქტს მოაწყობს, სადაც COVID-19-ზე მგზავრების ტესტირება მოხდება. ტესტირების პასუხები კი 5-6 საათში გახდება ცნობილი. თავდაპირველად ასეთი პუნქტები ტურისტული დანიშნულების ადგილებში მდებარე აეროპორტებში განთავსდება, მათ შორის, ანტალიაში.

ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტის საცხოვრებელი ადგილი ცნობილი იქნება და COVID-19-ზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მოხდება მისი სწრაფი იზოლაცია. ერსოის განცხადებით, თურქეთის მთავრობა ტურიზმის სექტორის ეტაპობრივი აღდგენისთვის უკვე აქტიურად ემზადება.