ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ კვირები არის იქამდე, სანამ ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურებს დაუშვებენ.
„უცხოელებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის უფლებას ვერ მივცემთ მანამ, ვიდრე ჩვენს მოსახლეობასაც არ შეუძლია სახლის ჩვეულებრივად დატოვება“,- აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, შეზღუდვა სულ მცირე კიდევ ხუთი კვირა გაგრძელდება.
ცნობისთვის, ესპანეთში, კორონავირუსის 277 719 შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანაში ვირუსს 27 650 ადამიანი ემსხვერპლა.