საქართველოდან მანქანების რეექსპორტი 93,8%-ით შემცირდა - Top-10 ქვეყანა, სადაც ავტომობილები გადის

2020 წლის აპრილში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი (რეექსპორტი) 93,8%-ით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის აპრილში ქვეყნიდან სულ 354 ავტომობილი ( 6,914 მლნ აშშ დოლარი) გავიდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 5 763 ერთეული ( 52, 439 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება 2020 წლის ინავარ-აპრილს, საქსტატის მონაცემებით, ქვეყნიდან სულ 13 453 ავტომობილი (134, 8 მლნ აშშ დოლარი) გავიდა, რაც 37,6%-ით ნაკლებია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის იანვარ-აპრილში ჯამში - 21 552 ერთეული ( 153,9 მლნ აშშ დოლარი) სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი განხორციელდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ იმ ქვეყნებს, სადაც საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტით გადის.

2020 წლის აპრილი - ექსპორტირებული ავტმობილების რაოდენობა:

  • აზერბაიჯანი - 203
  • რუსეთი - 50
  • უკრაინა - 34
  • უზბეკეთი - 19
  • შვეიცარია - 16
  • სომხეთი - 17
  • ყირგიზეთი - 8
  • აშშ - 1
  • ბელორუსი -1
  • უნგრეთი - 1

2020 წლის იანვარ- აპრილი:

  • აზერბაიჯანი - 8 186
  • რუსეთი - 806
  • სომხეთი- 425 ა
  • ტაჯიკეთი - 400
  • ყირგიზეთი - 239
  • ყაზეხეთი - 167
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 114
  • თურქეთი - 68
  • ბელგია - 47

2019 წლის აპრილში საქართველოდან ავტომობილები შემდეგ 10 ქვეყანაში გავიდა:

  • სომხეთი - 2837
  • აზერბაიჯანი - 1445
  • უკრაინა - 765
  • ყირგიზეთი 361
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 111
  • რუსეთი - 104
  • ტაჯიკეთი 37
  • ერაყი - 11
  • ბელგია - 16
  • თურქეთი - 7

2019 წლის იანვარ-აპრილში :

  • სომხეთი - 11 118
  • აზერბაიჯანი - 5034
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 270
  • უკრაინა - 2675
  • ყირგიზეთი - 1410
  • ბელგია - 57
  • რუსეთი - 428
  • ერაყი - 94
  • ტაჯიკეთი - 150
  • ყაზახეთი - 93

ნინი ქეთელაური