მსოფლიო ბანკი უდაბნოს კალიების შედეგად დაზარალებული ქვეყნებისთვის 500 მლნ დოლარს გამოყოფს

უდაბნოს კალიების შემოჭრის შედეგად აღმოსავლეთ აფრიკის და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები მნიშვნელოვნად დაზარალდა.

მწერებისგან მიყენებული ზარალი ექსპერტებმა 8,5 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასეს. ამ დროს კი მსოფლიო ბანკი მიყენებული ზარალის გასამკლავებლად მხოლოდ 500 მლნ დოლარს გამოყოფს - წერს Financial Times-ი.

მსოფლიო ბანკის საერთაშორისო კრედიტორის განყოფილების ხელმძღვანელის, დევიდ მალფასის თქმით, დახმარების პაკეტი იქნება სესხებისა და გრანტების მთელი რიგი. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თქმით, აღმოსავლეთ აფრიკის ეკონომიკას "ორმაგი კრიზისი" შეექმნა - კალიები და კორონავირუსი.

ახლა კალიების აღმოსავლეთ აფრიკაში შეჭრა ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგების მომტანი გახდა. Financial Times-ის ინფორმაციით, პრობლემა უკვე 23 ქვეყანას შეეხო, მათ შორის ყველაზე მეტად დაზარალდნენ - სომალი, ეთიოპია, კენია, უგანდა და სამხრეთ სუდანი, სადაც მწერები ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში გამოჩნდნენ. ახლა კი ისინი შუა აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიისკენ გადაადგილდებიან.