2020 წლის იანვარ აპრილში საქართველოში 8, 261 მლნ დოლარის ღირებულების 21 718 ტონა შაქარი შემოვიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდის მონაცემებით, ყველაზე დიდი წილი, რუსეთიდან იმპორტირებულ შაქარზე მოდის. უმსხვილესი იმპორტიორები არიან პოლონეთი და აზერბაიჯანი.
- რუსეთი - 11 703 ტონა
- პოლონეთი - 8 145 ტონა
- აზერბაიჯანი - 1 577 ტონა
რაც შეეხება 2019 წელს, შარშარ ქვეყანაში 128 616 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა, ჯამში 50, 346 მლნ დოლარის ღირებულების. უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები კი იყვნენ პოლონეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.
- პოლონეთი - 40 800 ტონა
- აზერბაიჯანი - 20 258 ტონა
- რუსეთი - 19 056 ტონა