ჩეხეთმა ავსტრიასთან და გერმანიასთან სახმელეთო საზღვარი გახსნა

ჩეხეთმა დღეიდან ავსტრიასთან და გერმანიასთან სახმელეთო საზღვარი გახსნა, თუმცა მოქმედებს შეზღუდვები ქვეყანაში შემსვლელთათვის.

კერძოდ, ჩეხეთში დაიშვებიან მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, სტუდენტები და საქმიან ვიზიტებზე ჩასული პირები. საზღვრებთან მოწყობილ სპეციალურ პუნქტებზე პოლიცია შეამოწმებს მანქანებს, სადაც მგზავრებმა უნდა წარადგინონ საბუთი, რომ კორონავირუსი არ აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ორშაბათიდან ჩეხეთი საზღვარს სლოვაკეთთანაც გახსნის.

ცნობისთვის, ჩეხეთი ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც კორონავირუსის გამო საზღვრები ჩაკეტა. ამ დროისთვის, ჩეხეთში, კორონავირუსის 9000-მე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 317 ადამიანი ემსხვერპლა.