მთავრობა იპოთეკურ სესხებზე 4%-ს 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს მოქალაქეებს.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
ეს სუბსიდია გავრცელდება ყველა იმ იპოთეკურ კონტრაქტზე, რომელიც დაიდება მიმდინარე წლის ბოლომდე, 5 წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, მთავრობა 150 მლნ ლარს მიმართავს წლის ბოლომდე, რათა დააკონტრაქტოს დევნილებისთვის დამატებით 1 800 ოჯახისთვის 3-ჯერ მეტი მშენებლობა ანუ ეს ნიშნავს, რომ დევნილები დაახლოებით, 6 ათასი ადამიანი 3 წლით ადრე მიიღებს ბინას.