სემეკი - 2019 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 7.2.%-ით გაიზარდა

აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 7.2.%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2019 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 2.9%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება აფხაზეთის წილს მთლიან მოხმარებაში, 2019 წელს მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგიის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით (61.3%) ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებია წარმოდგენილი. პირდაპირი მომხმარებლების წილმა – 22.5%, ხოლო აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის წილმა 16.1% შეადგინა, რაც 2,060 მილიონი კილოვატ საათია.