News Corp. ავსტრალიაში 100-ზე მეტი გაზეთის ბეჭდვას აჩერებს

მედია კორპორაცია News News Corp. ავსტრალიაში ასზე მეტი გაზეთი ბეჭდვას შეაჩერებს, 36 მათგანი სამუდამოდ დაიხურება, ხოლო დანარჩენი 29 ივნისიდან ციფრული ფორმატის გახდება.

ამის შესახებ თანამშრომლებს კომპანიის ავსტრალიის სამმართველოს ხელმძღვანელმა მაიკლ მილერმა განუცხადა. მან ასევე დაადასტურა, რომ ეს გამოიწვევს თანამშრომლების გათავისუფლებას.

”მიუხედავად იმისა, რომ News Corp.– ს ციფრული აუდიტორია 60%-ზე მეტით გაიზარდა პანდემიის პერიოდში, თვითიზოლაციამ ბეჭდური რეკლამა მნიშვნელოვნად შეამცირა, ამან კი დააჩქარა ჩვენი შემოსავლების შემცირებაც“, - ნათქვამია მილერის მიმართვაში.

The Sydney Morning Herald- ისა და The Age- ს შეფასებით, კომპანიის რესტრუქტურიზაციის გამო სამსახური შესაძლოა, 500-დან 1000-მდე ადამიანმა დაკარგოს.