„საქართველოს გაუმართლა, რომ ამ კრიზისულ პერიოდში გახარია იყო პრემიერი და არა თუნდაც, მისი წინამორბედი“

„გიორგი გახარიას გამოსვლას პარლამენტში კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებით, ვაფასებ დადებითად“, - ამის შეახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„პრაქტიკულად გახარიამ აჩვენა, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია. დისკუსია ოპოზიციამ პოლიტიკურ კინკლაობაში გადაიყვანა, სადაც გახარიამ პრაქტიკულად ყველა რაუნდი მოიგო. სტატისტიკა გვიჩვენებს როგორია ეპიდემიის დონე საქართველოში, მეზობელ სახელმწიფოებში და ზოგადად მსოფლიოში. ამ სტატისტიკას ვერ უარყოფ, წარმატება სახეზეა.

რაც მთავარია, სიტუაციის ფლობის თვალსაზრისით, საქართველოს გაუმართლა, რომ გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი და თუნდაც, არა მისი წინამორბედი, აღარაფერს ვიტყვი მის წინამორბედზე. გახარია ბევრს მოსწონს, ბევრს არ უყვარს, მას თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ ამ კრიზისულ პერიოდში ქვეყანა სწორად მართა,“-განაცხადა პაპავამ.

თაია არდოტელი