ევროკომისიამ შესაძლოა, კომპანიებს დამატებითი გადასახადი დაუწესოს

ევროკომისიამ 70 000 კომპანიას, რომელთა წლიური ბრუნვა 750 მლნ ევროს აღემატება, შესაძლოა, ახალი გადასახადი დაუწესოს. მიღებული თანხა კი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის აღდგენისთვის მიმართოს. ამის შესახებ Financial Times- ს ევროკომისარმა საბიუჯეტო საკითხებში იოჰანეს ჰანმა განუცხადა.

ჰანის განცხადებით, წლიურად შესაძლებელია 10 მლრდ ევროს აკუმულირება მსხვილი კომპანიების მხრიდან. ამასთან, ის ალტერნატიულ გზებსაც ასახელებს და ამბობს, რომ ან წევრმა ქვეყნებმა ევრობიუჯეტში შენატანი უნდა გაზარდონ, ან ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირონ.

როგორც ცნობილია, ევროკავშირი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის აღდგენისთვის 750 მლრდ ევროს ფონდს ქმნის.