„მარტო მე მხვდება სულ ასეთი უაზრო ბიუროკრატიული პრობლემები?“

„მარტო მე მხვდება სულ ასეთი უაზრო ბიუროკრატიული პრობლემები?“ - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სასტუმრო/რესტორანი „ტერასას“ გარე სივრცეს ვერ ვხსნი, რადგან ჯერ კიდევ ჯანდაცვის სამინისტროდან ინსპექციაზე არ მოსულან. დავრეგისტრირდი მათ საიტზე ეკონომიკური საქმიანობის განახლებისთვის ერთი კვირის წინ, 2 დღის განმავლობაში უნდა მომხდარიყო რეაგირება, ვრეკავ ცხელ ხაზზე და მეუბნებიან, რომ თითონ დამირეკავენ, როცა მოიცლიან.

მარტო მე მხვდება სულ ესეთი უაზრო ბიუროკრატიული პრობლემები?

გაღატაკებულო ბიზნესი და უხელფასოდ დარჩენილი ადამიანები ელოდებიან ჩვენი გადასახადებით დაფინანსებულ სახელმწიფო მოხელეებს როდის მოიცლიან. ძალიან გამაღიზიანებელია ეს ყველაფერი. არ ვგრძნობ თავს თანაბარ კონკურენტულ პირობებში რადგან გუშინ თითქმის ყველა რესტორანი გარე სივრცით გაიხსნა და ჩვენ მომხმარებლებს ტელეფონითაც ვერ ვპასუხობთ, როდის ვუმასპინძლებთ,“- წერს სიდამონიძე.

თაია არდოტელი